შრომის უსაფრთხოების ტრენინგი

12.08.2025

PANEX-მა თანამშრომლებისთვის სამუშაო ადგილის უსაფრთხოებისა და ქვეწარმავლების შესახებ ცნობიერების ამაღლების ტრენინგი ჩაატარა.

PANEX-ის საწარმოს გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, ახლომდებარე ტერიტორიაზე ქვეწარმავლების გამოჩენის რისკი მაღალია.

ეს გარემოება კომპანიამ სერიოზულად გაითვალისწინა და თანამშრომლების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, შრომის და ტექნიკური უსაფრთხოების სტანდარტებთან ერთად, დაიწყო სპეციალური ცნობიერების ამაღლების ღონისძიებები, რომლებიც ქვეწარმავლების თავიდან აცილებისა და მათთან უსაფრთხო ურთიერთქმედების წესებს მოიცავს.

12 და 13 აგვისტოს PANEX-ში გაიმართა ტრენინგების სერია თანამშრომლებისთვის, რომელსაც უძღვებოდა ჩვენი შრომის და უსაფრთხოების დაცვის წარმომადგენელი, საბა სანიკიძე. ტრენინგების თემები მოიცავდა შრომის და ტექნიკურ უსაფრთხოებას, ასევე გველებთან მოქცევის წესებსა და სიფრთხილის ზომებს.

პირველ დღეს ტრენინგი წარმოების თანამშრომლებმა გაიარეს, ხოლო მეორე დღეს - სასაწყობე და ადმინისტრაციულმა პერსონალმა.

მსგავსი ტრენინგების ჩატარება ადასტურებს, რომ PANEX მზადაა, შეუქმნას უსაფრთხო სამუშაო გარემო ყველა თანამშრომელს, მიაწოდოს მათ ცოდნა და უნარები, რაც აუცილებელია პოტენციურ საფრთხეებზე ეფექტური რეაგირებისთვის.