სახურავის სენდვიჩ პანელები პოლიისოციანურატით (PIR)

თბოიზოლაცია
ცეცხლგამძლეობა
ტვირთგამძლეობა
ნესტგამძლეობა
კონსტრუქციის აგების მოქნილობა/ სიმარტივე/სისწრაფე
ადვილად საწმენდი/რეცხვადი მასალა
კონსტრუქციის სიმსუბუქე

პროდუქტის აღწერა

სახურავის სენდვიჩ პანელები პოლიისოციანურატით (PIR)

სახურავის სენდვიჩ პანელები (PIR) შიგთავსით, წარმოადგენს სამფენიან პანელებს ცეცხლგამძლე პოლიისოციანურატით (PIR) თბოსაიზოლაციო შიგთავსით, რომელიც დამზადებულია PIR Premier სისტემით საუკეთესო იმპორტირებული კომპონენტების გამოყენებით.

 დაბალი თბოგამტარობის (მაქსიმუმ 0.022 W/mK) გამო, PIR სახურავის სენდვიჩ პანელები ამცირებს გათბობისა და კონდიცირების ხარჯებს.

 პანელები CE ნიშნით არის აღჭურვილი და დამზადებულია ევროპული EN-14509 სერტიფიკატის შესაბამისობით, ხელმისაწვდომია RAL standard -ის ნებისმიერი ფერში.

 სახურავის სენდვიჩ პანელები გამოიყენება შენობა  ნაგებობების სახურავების დასაფარად, სადაც სახურავის დახრილობა 7 გრადუსზე მეტია.

PIR სენდვიჩ პანელების სახურავის კონსტრუქცია

სენდვიჩ პანელების შეერთებაში ინტეგრირებულია წვეთების შემკრები, რომელიც აგროვებს კონდენსატს და არ აძლევს მას საშუალებას, კონსტრუქციაში შევიდეს. ასევე, მეტალის კიდეები 180 გრადუსით არის მოხრილი, რაც იცავს დაზიანებისგან და ამყარებს შეერთებებს მონტაჟისას.

 სახურავის სენდვიჩ პანელების საკეტის შეერთება მაღალი სიზუსტით არის დამზადებული. 0.5 მმ-ზე ნაკლები ნაპრალები ამცირებს სითბოს დაკარგვას და მინიმუმამდე დაჰყავს სამონტაჟო მასალების გამოყენება. მაღალი სიზუსტით შესრულებული შეერთების წყალობით არ არის საჭირო ნაკერების ქაფით შევსება, რაც აჩქარებს მონტაჟის პროცესს. მეტალის ფურცლების კიდეები ჩაშვებულია PIR ფენაში, რაც უზრუნველყოფს კონსტრუქციის სიმყარესა და მონოლითურ მთლიანობას.

 სახურავის სენდვიჩ პანელები მაგრდება შენობის მეტალის კარკასზე თვითმჭრელი ხრახნებით.

ტექნიკური მახასიათებლები

ცეცხლმოკიდებადობის კლასი
K1 (15)
თბოგამტარობა
0,022 W/mK
მეტალის ზედაპირი
პროფილირებული / გლუვი
სიმკვრივე
(41 ± 2) კგ/მ³
შემავსებლის ტიპი
PIR Premier

უპირატესობები

თბოიზოლაცია

PIR სახურავის სენდვიჩ პანელები სამი ფენის კონსტრუქციით და ცეცხლგამძლე PIR შიგთავსით უზრუნველყოფს უმაღლეს თბოიზოლაციას, ხოლო მათი დაბალი თბოგამტარობა (0.022 W/mK) ამცირებს გათბობისა და გაგრილების ხარჯებს. CE ნიშნით და EN-14509 სერტიფიკატით დამტკიცებული ეს პანელები გამძლეა და მარტივად მონტაჟდება

ეკონომიურობა

სენდვიჩ პანელები უფრო ხელმისაწვდომია ფასით, ვიდრე ტრადიციული სამშენებლო მასალები. მათი მზა, დამუშავებული ზედაპირის გამო ფასადი დამატებითი მოპირკეთებას და სარემონტო სამუშაოებს არ საჭიროებას, რაც ამცირებს მშენებლობის ხარჯებს. ასევე, ენერგოეფექტურობის, თბოიზოლაციისა და გამძლეობის კომბინაცია მნიშვნელოვნად ამცირებს საერთო დანახარჯებს მშენებლობის პროცესში.

ცეცხლგამძლეობა

PIR სახურავის სენდვიჩ პანელები გამოირჩევა ცეცხლგამძლე PIR საიზოლაციო შითავსით და დაბალი თბოგამტარობით (0.022 W/mK), რაც უზრუნველყოფს ენერგოეფექტურობას. ისინი CE ნიშნით და EN-14509 სერტიფიკატითაა დამტკიცებული და უზრუნველყოფს გამძლეობასა და უსაფრთხოებას.

კონსტრუქციის სიმსუბუქე

სენდვიჩ პანელები ბევრად უფრო მსუბუქია, ვიდრე ტრადიციული სამშენებლო მასალები. მათი სიმსუბუქის წყალობით შესაძლებელია საძირკველის მოწყობის ხარჯების შემცირება, რადგან პანელების მონტაჟი მძიმე ამწევი ტექნიკის გამოყენების გარეშე მარტივად ხორციელდება.

ეკო მეგობრული

PIR სენდვიჩ პანელები გამოირჩევა ენერგოეფექტურობით, რის გამოც ეკოლოგიურად მეგობრულ პროდუქტად ითვლება. მათი წარმოების პროცესში გამოყენებული მასალები არ შეიცავს ტოქსიკურ ნივთიერებებს და მათი გადამუშავება შესაძლებელია, რაც ნარჩენების რაოდენობის შემცირებასა და მდგრადი სამშენებლო პრაქტიკის განვითარებას უწყობს ხელს

გამძლეობა

PIR სახურავის სენდვიჩ პანელების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა მათი გამძლეობაა. ისინი სპეციალურადაა შექმნილი იმისთვის, რომ გაუძლოს რთულ გარემო პირობებს, მათ შორის მაღალი ტემპერატურის, ძლიერი ქარისა და ხანგრძლივი ულტრაიისფერი გამოსხივების ზემოქმედებას.პანელები წლების განმავლობაში ინარჩუნებს თავიანთ საწყის სახესა და მახასიათებლებს.

სერვისის პროცესი

01

კონსულტაცია და დაგეგმვა

ჩვენ ვიანგარიშებთ პანელების რაოდენობას, სისქეს და ზედაპირის ლითონის ტიპს, რათა ზუსტად შეესაბამებოდეს თქვენს პროექტს.

02

წარმოება

პროდუქტი იწარმოება მოწინავე ტექნოლოგიების გამოყენებით, რაც უზრუნველყოფს ხარისხს და გამძლეობას.

03

თვითგატანა ან დახმარება მიწოდებაში

შეგიძლიათ წაიღოთ პანელები ჩვენი საწყობიდან, ან საჭიროების შემთხვევაში დაგეხმარებით მიწოდების ორგანიზებაში.